ეს განცხადება პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ მას შემდეგ გააკეთა, რაც პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილებების კანონპროექტი ჩავარდა.
„ბიძინა ივანიშვილი გამოვიდა ამ ინიციატივით. მან ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ყოფილიყო ხმების საკმარისი მობილიზაცია უმრავლესობაში. როგორც გახსოვთ, როდესაც ჩვენ გვქონდა საკონსტიტუციო უმრავლესობა, მაშინ ამ გადაწყვეტილებას მხარი დავუჭირეთ და შევძელით ამ გადაწყვეტილების მიღება.
ამჯერად, მიუხედავად იმისა, რომ პარტიის თავმჯდომარემ უმრავლესობის ორი სხდომა ჩაატარა და მოუწოდა დეპუტატებს, მხარი დაეჭირათ პროპორციული სისტემისთვის, საკმარისი ხმების მობილიზება დღევანდელ სხდომაზე ვერ მოხერხდა. ეს ხმები არ აღმოჩნდა ამ გადაწყვეტილების მისაღებად საკმარისი“, _ განაცხადა თალაკვაძემ.