ნებისმიერ ვაქცინას ვუწევთ რეკომენდაციას. ყველა ვაქცინა, რომელიც ქვეყანაში არის, ავტორიზებულია ჯანმოს მიერ და ყველა ვაქცინას შეუძია მთავარი ფუნქციის შესრულება, ადამიანის სიკვდილობის და მძიმე დაავადების განვითარების მკვეთრად შემცირების ფუნქცია, _ ამის შესახებ ექიმ-იმუნოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა ისაუბრა.
„ადამიანები მეტი ნდობით Pfizer-ის მიმართ არიან განწყობილები, ამაში უჩვეულო არაფერია. ვფიქრობ, რომ ჩვენს ქვეყანაში ვაქცინების დეფიციტი არ შეიქმნება. ამის საფრთხე პრაქტიკულად არ არის და ახლა მთავარია არსებული ვაქცინები ავითვისოთ, მეორე დოზები გავიკეთოთ და უფრო ინტენსიური გახდეს ვაქცინაცია იმისთვის, რომ შემოდგომისთვის ახალი შემთხვევების მატებისგან მოსახლეობა მაქსიმალურად დაცული გვყავდეს, განსაკუთრებით მოწყვლადი ჯგუფები“, _ განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა.