პოლიტიკოსი შალვა ნათელაშვილი სოციალურ ქსელ ფეისბუქში ეხმაურება ამერიკის შეერთებულ შტატებში გამართული საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს.
„ბიძინა წყალში ჩაგეყარა ამერიკაში გადარიცხული მილიონები. კუშნერის სიმამრი აღარაა პრეზიდენტი, ის გადაირჩია ამერიკელმა ხალხმა. მადლობა ამერიკელ ხალხს“,_ წერს ნათელაშვილი.
ცნობისთვის, აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებში ამომრჩეველთა კოლეგიის მიერ მიცემული ხმებით ჯო ბაიდენი ლიდერობს.
როგორც ნათელაშვილი ცოტა ხნის წინ აცხადებდა, პრეზიდენტ ტრამპის გადარჩევა ორგანულად აუცილებელია ამერიკისა და მსოფლიო პოლიტიკისათვის..
„პიროვნულად ქარიზმატული ტრამპი ოლიგარქიის წარმომადგენელია, შესაბამისად ის უყურებს კაცობრიობას როგორც ბიზნეს–კორპორაციას, ხოლო მისი საქმიანი კავშირები რუსეთთან მას ფაქტიურად აქცევს კაგებეშნიკ პუტინის გეოპოლიტიკურ ლობისტად“,_ ამბობდა ნათელაშვილი.