,,კორონავირუსის სინჯების საფუძველზე ჩატარებული ექსპერიმენტები აჩვენებს, რომ ვირუსი ძალას კარგავს მზის შუქის, თბილი ტემპერატურისა და ტენიანობის პირობებში“,_ ამის შესახებ აშშ-ის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების მდივნის მოადგილემ, ბილ ბრაიანმა თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
,,ჩვენი ყველაზე გასაოცარი დაკვირვება, დღეს ის არის, რომ მზის შუქი ვირუსს კლავს, როგორც ზედაპირზე, ისე ჰაერზე. ჩვენ მსგავსი ეფექტი ვნახეთ, როგორც ტემპერატურასთან, ასევე ტენიანობაზე, სადაც ტემპერატურის და ტენიანობის ზრდა ვირუსისთვის ნაკლებად ხელსაყრელია“, – განაცხადა ბრაიანმა.
როგორც CNN-ი წერს, ბილ ბრაიანმა განაცხადა, რომ ვირუსი უფრო სწრაფად კვდება უფრო მაღალი ტემპერატურის და ტენიანობის პირობებში.
,,არსებობს გარკვეული მტკიცებულება, იმის შესახებ, რომ კორონავირუსი უფრო ეფექტურად და სწაფად კვდება, უფრო მაღალ ტემპერატურისა და ტენიანობის გარემოში, თუმცა საერთო იმუნიტეტის ნაკლებობის გათვალისწინებით, მაგრამ ტრანსმისიის ეფექტურობამ შეიძლება არ გამოიწვიოს დაავადების მნიშვნელოვანი შემცირება“, – თქვა ბრაიანმა.
მან ასევე განიხილა, თუ როგორ იქცევა კორონავირუსის შემცველი ნერწყვი თბილ და ტენიან პირობებში.
,,იმ პირობებში, რაც დღემდე გამოვცადეთ, ნერწყვის წვეთებში ვირუსი ძალას ინარჩუნებს შენობებში და მშრალ პირობებში, ამ კუთხით ბევრი ტესტირება არ ხდება, ამიტომ აუცილებელია COVID-19 ვირუსზე 11 ნერწყვეულის და სასუნთქი სიითხეებზე ტესტირება, მაგრამ უდავოა, რომ ვირუსი ყველაზე სწრაფად კვდება მზის პირდაპირი სხივის არსებობის პირობებში“ ,- აცხადებს ბრაიანი.
ასევე, მან აღნიშნა, რომ 30 წამში კლავს კორონავირუს იზოპროპილის სპირტი.