The Microsoft-ის დამფუძნებელი, ბილ გეითსი, უარყოფს გავრცელებულ შეთქმულების თეორიებს იმის შეახებ, რომ თითქოს იგი კორონავირუსის ვაქცინის გამყენებით კაცობრიობის ჩიპირებას აპირებს. ამის შესახებ ინფორმაციას businessinsider-ი ავრცელებს
,,არასდროს ვყოფილვარ ჩართული რამე ისეთში, რაც მიკროჩიპებს ეხება. რთულია ამის უარყოფა, რადგან ძალიან რთულია ან უცნაური თეორიებია“, _ აცხადებს ბილ გეითსი.
The Microsoft-ის დამფუძნებელი, ასევე აღნიშნავს, რომ მისი ფონდი თანხებს იღებს ვაქცინების შესაძენად და ზუსტად ამის გამო დაინახეს მათ პანდემიის რისკი, რაზეც საჯაროდ განაცხადეს.
კორონავირუსთან დაკავშირებით ბილ გეითსზე შეთქმულებების თეორიები სოციალურ მედიასა და ტელევიზიებში გავრცელდა.
Yahoo News-ისა და You Gov-ის მიერ ჩატარებულ გამოკითხვაში რესპონდენტთა 28%-მა განაცხადა, რომ ამ შეთქმულების თეორიების სჯერა.