ბილბორდი ჩამოვარდა და ბენზინგასამართ სადგურზე დაეცა. მომხდარის შედეგად დაღუპულია 14 ადამიანი, 74 კი დაშავდა. შემთხვევა მუმბაის გარეუბანში მოხდა. ინფორმაციას foxnews ავრცელებს.
ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, ბილბორდის ჩამოვარდნა ძლიერმა წვიმამ და ქარმა გამოიწვია.
ინდოეთის საინფორმაციო სააგენტო Press Trust of India-ს ცნობით, პოლიცია იძიებს ნგრევას და ამბობს, რომ ბილბორდი შესაძლოა უკანონოდ იყო დამონტაჟებული.