გერმანულმა გამოცემა ბილდმა, “შალკეს” მაისური, რომელსაც სპონსორი, “გაზპრომი” აწერია, უკრაინის მხარდამჭერი წარწერით გადაფარა.
გამოცემა ასევე წერს, რომ ბურთი ტრიალებს, რუბლი ტრიალებს – მაგრამ ახლა ტანკებიც ტრიალებს. საშინელებათა ტრიადა!
“აუტნელია! ჩვენ უნდა ვუყუროთ “გაზპრომის” რეკლამას ტელევიზორში ჩემპიონთა ლიგის ჰიმნის დროს, მაშინ, როცა პუტინის ჯარები უკრაინაში შეიჭრებიან. რუსული ენერგეტიკული გიგანტი უეფას სპონსორია 2012 წლიდან. “შალკეს” გაზპრომის მაისურებში ვიხილავთ, თითქოს ჯგუფი 2007 წლიდან ნორმალური სარეკლამო პარტნიორი იყოს და არა რუსეთის სახელმწიფო ძალის დამფინანსებელი. ამას კიდევ ემატება ომი.
28 მაისს ჩემპიონთა ლიგის ფინალს მოუთმენლად უნდა ველოდოთ სანქტ-პეტერბურგში. გაზპრომის არენაზე, 462 მეტრის სიმაღლის კომპანიის მთავარი ოფისიდან არც ისე შორს.
ბურთი ტრიალებს, რუბლი ტრიალებს – მაგრამ ახლა ტანკებიც ტრიალებს. საშინელებათა ტრიადა!
“შალკე” და “უეფა” მსხვილი ახსნა-განმარტებით ცდილობენ თავი შეიკავონ. დევიზით: ჩვენ არაფერი გვაქვს საერთო პუტინის პოლიტიკასთან…
ეს ტყუილია! რა თქმა უნდა, დიქტატორები იყენებენ სპორტს, როგორც ლამაზ ფონს თავიანთი ბინძური საქმეებისთვის – და არა მხოლოდ პეკინის ოლიმპიადის შემდეგ.
როდესაც პუტინი შემოიჭრება მეზობელ ქვეყანაში და უარს ამბობს არსებობის უფლებაზე, ყველა საზღვარი გადაკვეთილია! ფეხბურთი ვერ გააგრძელებს ურყევად დათმობას მანამ, სანამ პუტინი ომშია.” – წერია Bild-ის სტატიაში.
[sexy_author_bio]