“მთავარი არხის” გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას თავისუფლებისთვის ქართველი ჟურნალისტების ინიციატივას BILD – ს ჟურნალისტი პიტერ ტიდიც შეუერთდა.
ჟურნალისტი twitter-ში წერს, რომ მედია მენეჯერი ციხეში იმიტირებული სასამართლოს შემდგომ იმყოფება, რადგან მისმა ტელევიზიამ მოსკოვის გავლენის შესახებ ქვეყანაში ოლიგარქიულ მთავრობაზე ინფორმაცია გაავრცელა.
,,გთხოვ გააზიარე. ნიკა გვარამია, ქართველი ჟურნალისტი და მედიის მენეჯერი, ერთ წელზე მეტია ციხეში იმყოფება საქართველოში პოლიტიკური მიზეზების გამო იმიტირებული სასამართლო პროცესის შემდეგ. იმის გამო, რომ მისმა ტელევიზიამ გაავრცელა ინფორმაცია მოსკოვის გავლენის შესახებ ქვეყანაში ოლიგარქიულ მთავრობაზე,“ – წერს ჟურნალისტი.
ავტორი