სააპელაციო სასამართლომ მუსიკალურ ჯგუფ „ბირჟა მაფიას“ წევრები პატიმრობიდან გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.
გიორგი ქებურიასა და მიხეილ მგალობლიშვილის სასამართლო პროცესები ცალ-ცალკე ჩატარდა და მათ გასათავისუფლებლად სხვადასხვა ოდენობის გირაო დაწესდა.
კერძოდ, მიხეილ მგალობლიშვილი პატიმრობიდან 50 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა, ხოლო გიორგი ქებურიას აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა, 20 ათას ლარიანი გირაოთი შეეცვალა.
ცნობისთვის, მთავარმა პროკურატურამ 11 ივნისს გაავრცელა განცხადება, სადაც აღნიშნულია, რომ ბრალდების მხარე თანახმაა „ბირჟა მაფიას“ დაკავებულ წევრებს აღკვეთის ღონისძიების სახე პატიმრობა არასაპატიმრო ღონისძიებით შეეცვალოთ.
გიორგი ქებურიას და მიხეილ მგალობლიშვილს ბრალად ედებათ დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა, რაც 8-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს განცხადებით, ბრალდებულებს დაევალათ წინასასამართლო სხდომამადე კვირაში ერთხელ გამოცხადდნენ საგამოძიებო ორგანოში ანგარიშგების ვალდებულების შესასრულებლად, ჩააბარონ საქართველოს მოქალაქის ეროვნული პასპორტები საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება.
ამავე თემაზე:
რეპრესიული ნარკოპოლიტიკა სისტემური პრობლემების მნიშვნელოვანი ხელშემწყობია – საია
გიორგი კვირიკაშვილი: “კანონმდებლობა ნარკოპოლიტიკის თვალსაზრისით არის ზედმეტად მკაცრი”