,, გურია ნიუსის ” ინფორმაციით, პოლონეთში დაჭრილი 22 წლის მამაკაცი ცოცხალია. ამ ინფორმაციას სააგენტოს ოჯახის ერთ- ერთი ახლობელი უდასტურებს.
,,ის ვიცით, რომ ცოცხალია და სტაბილურადაა.”- გვეუბნება ის და თავს იკავებს ვინაობის გამხელისგან.
შეგახსენებთ, რომ 22 წლის ბექა ტაბაღუა პოლონეთში ცივი იარაღით დაჭრეს. თავდაპირველად, ოჯახზე დაყრდნობით, ვიუწყებოდით, რომ ის გარდაიცვალა.