ცოტა ხნის წინ ხანძარი იყო ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუაფარცხმაში. იოსკა მარკოიძის სამსართულიანი სახლი მთლიანად განადგურდა.
“ბიჭი საცვლის ამარა დარჩა. ჯერ კიდევ ეძინა, ცეცხლი რომ გაჩნდა. ოჯახის უფროსმა შენიშნა კვამლი და მაშინვე სამაშველოში დავრეკეთ, მაგრამ მაინც ვერაფრის გადარჩენა ვერ შეძლეს. ყველა იცნობს ამ შრომისმოყვარე ოჯახს. წლებია გულთბილად ემსახურებიან ჩოხატაურელებს. თინა მარკოიძის ხილბოსტნეულის მაღაზია და მისი გულთბილი მასპინძლები ყველა ჩოხატაურელმა იცის. ასე არ უნდა დამართოდათ, ასე არ უნდა განადგურებოდათ მთელი ცხოვრების ნაშრომი. საიდან დაიწყეს რომ იცოდეთ”, _ ამბობს “გურია ნიუსთან საუბრისას მარკოიძეების ერთ-ერთი მეზობელი.
ადგილზე იმყოფებოდა ჩოხატაურის მერი, დავით შარაშიძე, რომლის თქმითაც მერია ყველანაირად შეუწყობს ხელს და დაეხმარება დაზარალებულ ოჯახს.
შეგახსენებთ რომ ხანძარი შუაფარცხმაში ცოტა ხნის წინ იყო. ცეცხლი ამ დროისთვის ჩამქრალია. ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო, პოლიციისა და სასწრაფო დახმარების ეკიპაჟები.