დილიდან ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ აცანაში გლოვაა _ როგორც “გურია ნიუსისთვის ” გახდა ცნობილი, ფოთში ავტოსაგზაო შემთხვევას აცანელი გია ბოლქვაძის სიცოცხლე ემსხვერპლა.
გარდაცვლილს ერთი თვის მოყვანილი მეუღლე დარჩა.
გია ბოლქვაძეს ახლობლები სოციალურ ქსელში ემშვიდობებიან.
“სიტყვები არ მაქვს ამ ტრაგედიის გადმოსაცემად….
ჩვენი კუთხის და სოფლის ალალ-მართალო, კეთილო, უღალატო და მოსიყვარულე ობოლო ბიჭო…
ეს რა უბედურება დაგვატეხე თავს, ოთხი დის საფიცარო ძმაო?!
როგორ ვუთხრათ სამძიმარი ერთი თვის მოყვანილ ცოლს?!
ბიჭოოო, დედაშენს რა ვუთხრათ…
შენი გამზრდელი კუთხე, სამეგობრო და სამეზობლო ამ უბედურებამ გააოგნა…
ეს რა ქენი, შვილო”… წერს სოციალურ ქსელში ოჯახის ახლობელი.
ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებულ დეტალებს “გურია ნიუსი” შსს-ში არკვევს.