როგორც “გურია ნიუსი” გასულ კვირას წერდა, სენაკში, პედაგოგი სკოლის მოსწავლეს ფიზიკურად გაუსწორდა.
დღეს სანდო წყარომ მოგვაწოდა ინფორმაცია, რომ პედაგოგი სკოლიდან გაათავისუფლეს. ფაქტის გადასამოწმებლად “გურია ნიუსი” სენაკის რესურსცენტრის ხელმძღვანელს დაუკავშირდა.
ელისო შურღაიას თქმით, “პედაგოგი ბიულეტენზე გასული”. ჩვენ, ასევე, დავუკავშირდით სენაკის პირველი საჯარო სკოლის დირექტორსაც. როგორც ნინო გოგელიძემ განაცხადა, ფაქტს დისციპლინური კომისია სწავლობს. რაც შეეხება პედაგოგის გათავისუფლებას, შურღაიას მსგავსად, მასაც იგივე პასუხი აქვს, რომ ” პედაგოგი ბიულეტენზეა გასული”.
გოგელიძემ ჩვენ დამატებით შეკითხვებს არ უპასუხა და მიზეზად დროის არ ქონა დაასახელა: “ბოდიში, უნდა გაგითიშოთ… გაკვეთილზე ვარ”, _ განაცხადა სენაკის პირველი საჯარო სკოლის დირექტორმა, ნინო გოგელიძემ.
ჩვენი ინფორმაციით, მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.