BLACK SEA ARENA-ს არსებობის ისტორიაში პირველად, საკონცერტო დარბაზის ადგილად არა ბათუმი, არამდეგ, „შეკვეთილი, საქართველოა“ მოხსენებული.
ამის შესახებ ელტონ ჯონის საკონცერტო პროგრამაშია აღნიშნული, რომელიც მის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა.
შეგახსენებთ, რომ შეკვეთილში, BLACK SEA ARENA-ზე ჩასატარებელი კონცერტების პროგრამაში არენას მდებარეობად ბათუმი იყო მოხსენიებული.
შარშან, scorpions-ის საკონცერტო პროგრამაშიც იგივე ეწერა. თუმცა, „გურია ნიუსთან“ საუბრისას ღონისძიებების მიმართულების ხელმძღვანელი ანა კავლელიშვილი ფაქტს „გაუგებრობად“ მიიჩნევდა და ამბობდა, რომ პრობლემა გამოსწორდებოდა.
მანამდე, იგივე ეწერა კრისტინა აგილერას საკონცერტო პროგრამაშიც.
ვისი ინიციატივით გამოსწორდა „გაუგებრობა“ უცნობია, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ BLACK SEA ARENA შეკვეთილში მდებარეობს, რომელიც გურიის რეგიონს ეკუთვნის.