შეკვეთილში მდებარე საკონცერტო დარბაზი „ბლექ სი არენა” სეზონს, ამერიკული მუსიკალური ბენდის, Black Eyed Peas-ის კონცერტით 16 ივნისს გახსნის.
როგორც საკონცერტო დარბაზის ოფიციალურ გვერდზეა აღნიშნული, ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესოდ გაყიდვადი ჯგუფი (მთლიანობაში გაყიდული 76 მილიონი ჩანაწერით) საქართველოს ბოლო ალბომის, Masters of the Sun Vol. 1 მხარდამჭერი ტურნეს ფარგლებში ეწვევა.
Black Eyed Peas-ის კონცერტი შეკვეთილში Check in Georgia-ს ფარგლებში გაიმართება.