აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ხელმძღვანელის ენტონი ბლინკენისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის გუშინდელი შეხვედრის შემდეგ რუსული ფასიანი ქაღალდები მნიშვნელოვნად გაუფასურდა, რუსული რუბლის კურსი კი სავალუტო ბაზარზე მნიშვნელოვნად დაეცა, _ იუწყება dialog.ua.
აღნიშნულმა შეხვედრამ, მართალია, აგრესიული რიტორიკის გარეშე ჩაიარა, თუმცა, არანაირი კონკრეტული შედეგები არ მოჰყოლია.
იმავე დღეს, რუსული რუბლი აშშ დოლართან მიმართებაში 76 კაპიკით გაუფასურდა და ახლა აშშ დოლარის ფასი 77,44 რუბლია. ამასთან ევრო მთელი ერთი რუბლით გაძვირდა და მისმა ფასმა 87,79 რუბლი შეადგინა.