აშშ–ს სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენთან CBS–თან ინტერვიუში რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მიერ ბირთვული იარაღის გამოყენების გახშირებულ მუქარებზე ისაუბრა.
ბლინკენის თქმით, აშშ საჯაროდაც და პირად საუბრებშიც რუსეთს აფრთხილებს, შეეშვას ბირთვული იარაღზე უპასუხისმგებლო საუბარს.
“ჩვენ ვფოკუსირდებით, რომ ყველამ ვიმოქმედოთ პასუხისმგებლობით, განსაკუთრებით, როდესაც საქმე ეხება ამგვარ უპასუხისმგებლო რიტორიკას. ჩვენ რუსებს გარკვევით ვუთხარით, საჯაროდაც და პირად საუბარშიც, რომ მორჩნენ ბირთვულ იარაღზე უპასუხისმგებლო საუბარს. ძალიან მნიშვნელოვანია, მოსკოვმა ჩვენგან მოისმინოს, რომ შედეგები საზარელი იქნება“, – თქვა ბლინკენმა.
სახელმწიფო მდივანმა აღნიშნა, რომ აშშ–ს აქვს შემუშავებული საპასუხო მოქმედების გეგმა, მაგრამ, ასევე დაამატა, რომ აშშ–ს მიზანია ომის გაფართოება არ მოხდეს.
“პრეზიდენტი ბაიდენის მიზანია, რომ, იმის პარალელურად, რომ ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რათა უკრაინელებმა შეძლონ საკუთარი თავების დაცვა და გავაერთიანოთ სხვა ქვეყნები რუსეთისთვის წნეხის გასაზრდელად, ჩვენ ასევე ვცდილობთ, რომ ეს ომი არ გავრცელდეს და უფრო ფართო არ გახდეს“, – თქვა ბლინკენმა.
ავტორი