ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ წარუდგინა მტკიცებულება ჩინეთის მთავრობას იმის შესახებ, რომ ზოგიერთი ჩინური სახელმწიფო კომპანია შესაძლოა ეხმარებოდეს რუსეთის სამხედრო ძალისხმევას უკრაინაში. ამის შესახებ ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება სააგენტო Bloomberg.
გამოცემა წერს, რომ აშშ ცდილობს გაარკვიოს, იცის თუ არა პეკინმა ამ აქტივობების შესახებ.
Bloomberg წერს, რომ კონკრეტულად რა სახის დახმარებაა, გაუგებარია. მხოლოდ ზოგადი თვალსაზრისითაა ცნობილი, რომ დახმარება არის სამხედრო (თუმცა, იარაღზე არ არის საუბარი) და ეკონომიკური: ის არ აღწევს სანქციების რეჟიმის მასობრივ თავის არიდებას აშშ-ისა და მისი მოკავშირეების მიერ.
Bloomberg-ის წყაროები თვლიან, რომ ჩინური კომპანიები განზრახ ეხმარებიან რუსეთს მის სამხედრო მოქმედებებში.
,,პრეზიდენტი სი ძინპინი თავს არიდებდა რუსეთის კრიტიკას ომის გამო, მაგრამ შესთავაზა მონაწილეობა მიიღოს სამშვიდობო მოლაპარაკებებში და ისაუბრა კონფლიქტში ბირთვული იარაღის გამოყენების წინააღმდეგ.
თუ აღმოჩნდება, რომ ჩინეთის სახელმწიფო კომპანიებმა მართლაც დაუჭირეს მხარი უკრაინაში შეჭრას, ეს შემაშფოთე,“ – წერს Bloomberg.
სააგენტო წერს, რომ აშშ-ის სტრატეგია უკრაინის მიმართ და სხვა საკითხებთან ერთად, ეფუძნება პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მთავრობის იზოლაციას და მისი ეკონომიკის დახრჩობას. ჩინეთის, მსოფლიოს სიდიდით მეორე ეკონომიკის მხარდაჭერის გაზრდამ შეიძლება მნიშვნელოვნად შეარყიოს ეს სტრატეგია.
ავტორი