“მან საკუთარ თავს განაჩენი გამოუტანა, ხოლო მას შემდეგ, რაც განიკვეთება და მღვდელმთავრის ხარისხი აღარ ექნება, პასუხს აგებს“, _ ამის შესახებ ბოდბელმა ეპისკოპოსმა იაკობმა მეუფე პეტრესთან დაკავშირებით, ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.
“მეუფე პეტრეზე გეტყვით ერთ რამეს: მან გუშინ საკუთარ თავს განაჩენი უკვე გამოუტანა და რომ განიკვეთება, მღვდელმთავრის ხარისხი როცა აღარ ექნება, პასუხს აგებს, პირადად მე ვერსად დამემალება. ის გამყიდველია”, – განაცხადა მეუფე იაკობმა
ჟურნალისტის კითხვაზე _ რა გაყიდა მეუფე პეტრემ? _ მეუფე იაკობმა განაცხადა, რომ ,,სინდისი გაყიდა“.