ჟურნალისტი გიორგი ფოფხაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს. მისი თქმით, მთავარ ვერსიად მე-9 კლასის ისტორიაში წერია, რომ ქართული დამწერლობის შექმნის ავტორი ცნობილი სომეხი მოღვაწე მესროპ მაშტოცია. ჟურნალისტი შეშფოთებას გამოთქვამს არსებულის გამო.
,,გაკვეთილებს ვიბარებ ახლა ბავშვისგან და მე-9 კლასის ისტორიის წიგნში პირველ და მთავარ ვერსიად უწერია, რომ ქართული დამწერლობა შექმნა ცნობილმა სომეხმა მოღვაწემ მესროპ მაშტოცმა!!! მერე კი წერია, რომ ეს უარყოფილია ქართველი მეცნიერების მიერ, მაგრამ ამ იდიოტობით შეიძლება დაიწყოს ქართული ანბანის შექმნის ისტორია??!! ბოდიში და სულ გამო****ით განათლების სამინისტროში??!!“, _ წერს სოციალურ ქსელში გიორგი ფოფხაძე.