რუსეთის აგრესიამ სრულიად უკრაინა ერთი მიზნის ირგვლივ გააერთიანა. ერთი შეხედვით როგორ აპოლიტიკურ ადამიანად მოჩანს პოპულარული მომღერალი ვერა სერდიუჩკა (ანდრეი დანილკო). რამდენიმე დღის წინ დანილკო გამოცემა „უკრაინსკაია პრავდას“ ესაუბრა და შემდეგი განცხადება გააკეთა:
„ხშირად მეკითხებიან მომავალში რუსეთში კონცერტებს თუ ჩავატარებ. რა, მეხუმრებით? ამ ხალხთან არაფერი საერთო არ მინდა რომ მქონდეს. ერთ გამონაკლისს დავუშვებ. ღრმა ასაკში რომ შევაბიჯებ, შეიძლება რუსეთში ერთადერთი კონცერტი ჩავატარო. იცით რატომ? მოსულ მსმენელს თვალებში რომ ჩავხედო და გავიგო, სინანულისა და ბოდიშის გამომეტყველება თუ ექნება.
ბოდიშსაც არ მოვიხდი და გეტყვით, რომ რუსები ცხვრები არიან, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით. უკრაინაში შემოიჭრნენ, მშვიდობიან მოსახლეობას ანადგურებენ და ამ დროს რუსების 80 პროცენტი პუტინს მხარს უჭერს“. – განაცხადა ვერა სერდიუჩკამ.
ავტორი