ბილტმორში შეხვედრის დასრულების შემდეგ „ევროპული საქართველოს“ ლიდერი, გიგა ბოკერია აცხადებს, რომ რადგან მხარეებს შორის შეთანხმება ვერ შედგა, ოპოზიცია დიალოგის მომხრეა, მაგრამ ქუჩაში პროტესტს გააგრძელებს.
„პროტესტი, რა თქმა უნდა, გაგრძელდება, სანამ არ იქნება შედეგი. სანამ საზოგადოება არ მიიღებს იმას, რასაც დაპირდა ივანიშვილი და მისი გუნდი გავრილოვის ღამისა და დაღვრილი სისხლის შემდეგ და რაზეც გადააგდო მთელი საზოგადოება. რაც შეეხება ამ დიალოგს, რა თქმა უნდა, ჩვენ მომხრე ვართ დიალოგის გაგრძელების, საერთაშორისო პარტნიორების შუამდგომლობით. არც ერთ კითხვაზე პასუხი არ აქვთ, წვალობენ საშინლად, ისინი იმსახურებენ “პოლიტიკურ წვალებას” და ჩვენ ამ “პოლიტიკურ წვალებას” გავაგრძელებთ პროტესტით გარეთ და დიალოგით შიგნით, ვიდრე საზოგადოება არ მიიღებს იმას, რაც დაიმსახურა და რის დაცვასაც აპირებს პროტესტით გარეთ“,_ განაცხადა ბოკერიამ.
ცნობისთვის, დღეს შეხვედრა გაიმართა ოპოზიციისა და მმართველი გუნდის წარმომადგენლებს შორის.
როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ გაირკვა, მმართველი გუნდი მყარ პოზიციაზე რჩება.