“აქამდე ჩვენ გვაძევებდნენ პარლამენტის შენობიდან და ახლა თავად გაიძევეს თავი. მათ ეშინიათ საკუთარი მოქალაქეების, რადგან ხედავენ, რომ ქართველი ხალხი არ აპირებს დათმოს თავისი ევროპული, ამ ქვეყნის მშვიდობიანი, დემოკრატიული, ევროპული განვითარების შანსი,” – განაცხადა საპარლამენტო ფრაქცია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ პარლამენტში უსაფრთხოების წითელი დონის ამოქმედებასთან დაკავშირებით.
თინა ბოკუჩავას განცხადებით – „ვერ შემდგარი, შეშინებული დიქტატორი ივანიშვილი თავისი მხდალი, მოღალატე დეპუტაციით, რომელიც გუშინ პარლამენტის შენობიდან მორიგ ჯერზე სპეცრაზმმა გააპარა, დღეს საერთოდ ვერ ბედავს პარლამენტის შენობის გახსნას, მათ შორის შეზღუდული გვაქვს შესვლის უფლება დეპუტატებს, ისევე როგორც ჟურნალისტებს”.