ბოლნისში საქართველოსთვის უჩვეულო დაავადების დენგეს ვირუსის შემთხვევა დაფიქსირდა. ვირუსი სოფელ ფარიზში ახალგაზრდა კაცს აღმოაჩნდა.
დაავადების გამოვლენის გამო, სოფელ ფარიზში ენტემოლოგთა ჯგუფი ჩავიდა. ისინი 10 სოფელში სინათლის ხაფანგებს დააგებენ და მასალას მოიპოვებენ. იმ შემთხვევაში, თუ ვირუსის გადამტანი კოღო რომელიმე სოფელში აღმოჩნდება, დაავადებულის სახლიდან 400 მეტრის რადიუსში, დანომრილ სახლებში სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდება.
რაც შეეხება დაავადებული კაცის მდგომარეობას, მას ვირუსის მსუბუქი ფორმა აღმოაჩინდა და ამ დროისთვის თითქმის გამოჯანმრთელდა.
დენგეს ვირუსი ტროპიკული ქვეყნებისთვისაა დამახასიათებელი, ის განსაკუთრებით ინდოეთშია გავრცელებული. დაავადების გადამტანი აედესის სახეობის კოღოა. წელს, ეს დაავადება საქართველოში პირველად დაფიქსირდა. აქამდე კი პირველად 2013 წელს, შემდეგ კი 2016 წელს გამოვლინდა.