ბოლნისში ქმარმა ცოლი მოკლა. შემთხვევა სოფელ ტალავერში მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, კაცმა ქალი ქამრით გაგუდა. წყვილს 3 არასრულწოვანი შვილი ჰყავს.
როგორც შსს-ში აცხადებენ, დანაშაულში ეჭვმიტანილი უკვე დაკავებულია. უწყების ინფორმაცით, სისხლის სამართლის საქმე 109-ე მუხლის მეორე ნაწილის ბ- ქვეპუნქტითაა აღძრული.