24 საათის განმავლობაში საქართველოში 43 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა. ინფორმაცია ამის შესახებ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გავრცელდა.
გასული დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში 4570 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 3045 ადამიანი კი გამოჯანმრთელდა. საერთო ჯამში, კორონავირუსით ქვეყანაში 1657 ადამიანი გარდაიცვალა.
ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი – საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.