ბოლო 24 საათში 30 დადასტურებული შემთხვევა დაგვემატა და დღეს დილისთვის 296 დადასტურებული შემთხვევა გვაქვს, აქედან ქვეყნის მასშტაბით 68 გამოჯანმრთელებულია, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განუცხადა.
მისი თქმით, 286 პაციენტიდან 84 ინფექციურ საავადმყოფოში მკურნალობს და ამავე კლინიკაში სულ 45 პაციენტი გამოჯანმრთელდა.
„296 პაციენტიდან 84 ჩვენს კლინიკაში მკურნალობს. 45 პაციენტი ჩვენს კლინიკაში გამოჯანმრთელდა. თუ მოცემულ ციფრებს შევაჯერებთ, ამ ეტაპზე კოვიდ-ცენტრებში 228 პაციენტი მკურნალობს“, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.