ბოლო დღე-ღამის განმავლობაში მსოფლიოში კორონავირუსით 683 ადამიანი გარდაიცვალა. ყველაზე მეტი, 368 ადამიანი ვირუსმა იტალიაში იმსხვერპლა, 96 პაციენტი დაიღუპა ესპანეთში, საფრანგეთში კი 36.
113 ადამიანი გარდაიცვალა კორონავირუსით ირანში, ჩინეთში კი დაღუპულთა რაოდენობა ბოლო 24 საათის განმავლობაში 14-ია. მსოფლიოში COVID-19-ით 6 518-ი ადამიანია გარდაცვლილი. გამოჯანმრთელდა 77 776 პაციენტი.