მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების 75 წლისთავთან დაკავშირებით, ბრიტანეთმა ბოლო ნაცისტური რადიოგზავნილი გაასაჯაროვა.
გაერთიანებული სამეფოს სადაზვერვო და უსაფრთხოების ორგანიზაციის მთავრობის საკომუნიკაციო შტაბის მიერ გამოქვეყნებულ შეტყობინებაში ნაჩვენებია გერმანელი ლეიტენანტის მიერ გადაცემული ბოლო სიტყვები ვიდრე ბრიტანულ ძალებს დანებდებოდნენ.
ერთ-ერთმა გერმანელმა ლეიტენანტმა საბოლოო გამოსამშვიდობებელი რადიოგზავნილი 1945 წლის 7 მაისს, საღამოს 7 საათსა და 35 წუთზე გაგზავნა, ვიდრე მათი საკომუნიკაციო ქსელი საბოლოოდ დაიხურებოდა.
„ბრიტანეთის ჯარები შემოვიდნენ კუქსჰავენში, 6 მაისს 14 საათზე, ამიერიდან ყველა რადიოტრაფიკი შეჩერდება. ყველაფერ საუკეთესოს გისურვებთ. მშვიდობით. Lt Kunkel .“_ ნათქვამია შეტყობინებაში.
აღნიშნული შეტყობინების გარდა, კიდევ ერთი რადიოგზავნილი გასაჯაროვდა, რომელიც 4 მაისით თარიღდება.
აღნიშნული შეტყობინება დანიის სანაპიროზე გამაგრებული გერმანელი ჯარისკაცებიდან ერთ-ერთს ეკუთვნის და ის რადიო კონტროლში კითხულობს, ჰქონდათ თუ არა სათადარიგო სიგარეტი.
„აქ არ არის სიგარეტი“- იყო პასუხი.