ბოლო ორი კვირის განმავლობაში უკრაინელი სამხედროების მიერ ირანული შაჰედ-136 თვითმფრინავების ჩამოგდების ეფექტურობამ 85% შეადგინა. – ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების სარდლობის სპიკერმა იური იგნატმა ბრიფინგზე განაცხადა.
„თუ კი პირობითად ავიღებთ ჩვენი საბრძოლო ძალების მიერ, საბრძოლო საშუალებების გამოყენებით ბოლო ორ კვირაში უპილოტო თვითმფრინავების, შაჰედ-136-ის ჩამოგდების ეფექტურობის მაჩვენებელი 85%-ია“, – თქვა იგნატმა.
იგნატმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინელი სამხედროების ეფექტურობის გაზრდა ირანული თვითმფრინავების ჩამოგდებაში მხოლოდ დროის საკითხია.
„კუპიანსკში ამ თვითმფრინავების პირველი გამოყენებიდან, 13 სექტემბერიდან დღემდე, სამხედრო პერსონალმა და სამხედრო სამეთაურო-საკონტროლო ორგანოებმა მიიღეს იმის გეგმა, თუ როგორ უნდა მოაწყონ ურთიერთქმედება, როგორ მოახდინონ დრონების იდენტიფიცირება და შემდეგ მათ განადგურება“, – თქვა მან.
საჰაერო ძალების წარმომადგენელმა, ასევე აღნიშნა, რომ „შაჰიდების“ ავტომატური იარაღით ჩამოგდება არაეფექტურია და მჭიდროდ დასახლებულ ადგილებშიც საშიშია.
ავტორი