ავტოავარიის შედეგად 122 ადამიანი დაიღუპა საქართველოში 2024 წლის ივლისიდან სექტემბრის ჩათვლით და 2048 ადამიანი დაშავდა – ასეთია შს სამინისტროს ოფიციალური მონაცემები.
122 დაღუპულს შორის 18 ქვეითი იყო, ავარიის შედეგად ბოლო სამ თვეში ორი არასრულწლოვანი დაიღუპა.
სტატისტიკის თანახმად, სამ თვეში ყველაზე მეტი საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა, რომელზეც გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276- ე მუხლის მიხედვით დაიწყო, თბილისში [645] და აჭარაში [195] მოხდა.]
შსს-ს სტატისტიკური მონაცემების თანახმად, 2024 წლის მესამე კვარტალში ავარიების ყველაზე ხშირი მიზეზები იყო: რკინიგზის გადასასვლელის გავლის წესის დარღვევა; შემხვედრი მოძრაობის ზოლში გადასვლა ან გასწრების წესების დარღვევა და მოძრაობის დადგენილი სიჩქარის გადაჭარბება.