REUTERS-ის ინფორმაციით, კარდინალ პელს უკანასკნელი შანსი ეძლევა სასამართლოში გასამართლებლად და მის მიმართ წაყენებული ბრალდებების გასაბათილებლად.
როგორც ცნობილია, ავსტრალიის უზენაესი სასამართლო ვატიკანის ყოფილი ხაზინადარის საჩივრის მოსმენას დათანხმდა.
უზენაეს სასამართლოში მოსმენა, სავარაუდოდ, 2020 წლის მარტში გაიმართება.
კარდინალი ამჟამად პატიმრობაში იმყოფება და ბავშვებისთვის სექსუალური სახის შეურაცხყოფის მიყენებისთვის სასჯელს იხდის.
როგორც ცნობილია, მან დანაშაული 1990-იან წლებში, მელბურნში მთავარეპისკოპოსად მსახურების დროს ჩაიდინა.