როგორც უკვე ვწერდით, ხანძარია მარტვილში. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში გვეუბნებიან, ხანძარი ორ ლოკაციაზეა – წაჩხურუს მთის ფერდობზე და სალხინოში, ლეცავეს უბნის ფერდობზე.
უწყების ცნობით, ადგილზე მეხანძრე-მაშველები მუშაობენ. მათივე ინფორმაციით, ხანძარი დასახლებული პუნქტიდან მოშორებითაა.
ჯერჯერობით, უცნობია, რა ფართობზეა ხანძარი. ასევე, უცნობია, რა გახდა ხანძრის გამომწვევი მიზეზი.