დღეს სკოლებში ბოლო ზარი ირეკება.
სწავლის დასრულებას აღნიშნავენ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სკოლაშიც.
დილას მეთორმეტე კლასელებმა ერთმანეთს თეთრ ზედებზე სიმბოლური წარწერები გაუკეთეს.
“ხალისიან განწყობაზე ვამთავრებთ სკოლას. წარმატებებს ვუსურვებთ ყველას”,_ გვითხრა ნიკო მარის სახელობის პირველი საჯარო სკოლის კურსდამთავრებულმა გიორგი თოდრაძემ.