სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, 7 მარტს, უწყვეტი პროტესტის მე-100 დღეს დიდი აქცია იგეგმება.
“7 მარტი- მასობრივი პროტესტის მე-100 დღეს რუსთაველზე შევიკრიბებით ძალიან ბევრი საქართველოს მოქალაქე.
კიდევ ერთხელ მოვითხოვთ საოკუპაციო რეჟიმის გაშვებას და ყველას დავანახებთ, რომ ჩვენ არ შევეგუებით ხელისუფლების უზურპაციას და დიქტატურის დამყარებას! ჩვენ ვიბრძოლებთ ბოლომდე და არ დავუშვებთ ქვეყნის მომავლის მოპარვას!
მნიშვნელოვანია ბევრი ვიყოთ, ამიტომ გაავრცელეთ ინფორმაცია და ივენთზე მოიწვიეთ ყველა მეგობარი, ნაცნობი და თანამებრძოლი”,_ წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.