ევროკავშირის საგარეო პოლიტიკურ უწყების ხელმძღვანელი, ჯოზეფ ბორელი აცხადებს, რომ გაეროს უშიშროების საბჭოს თავმჯდომარედ რუსეთის ყოფნა საპირველაპრილო ხუმრობას შეეფერება. ბორელი აღნიშნავს, რომ ევროკავშირი გააკეთებს ყველაფერს, რომ რუსეთმა თავმჯდომარეობის პერიოდში დარღვევები არ გააკეთოს.
“რუსეთი, რომელიც დღეს გაეროს უშიშროების საბჭოს თავმჯდომარეობას იკავებს, საპირველაპრილო ხუმრობას შეეფერება.
მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი არის უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრი, მუდმივად არღვევს გაეროს სამართლებრივი ჩარჩოს არსს.
ევროკავშირი დაუპირისპირდება ნებისმიერ დარღვევას რუსეთის თავმჯდომარეობის პერიოდში”,_ განაცხადა ბორელმა.
შეგახსენებთ, რომ რუსეთის თავმჯდომარეობა გაერო-ს უშიშროების საბჭოში გუშინ დაიწყო და ერთ თვეს გაგრძელდება. საბჭოში თავმჯდომარე როტაციული პრინციპით, თვეში ერთხელ იცვლება.