“საპარლამენტო არჩევნების ჩატარებამ დაამტკიცა ქვეყნის დემოკრატიული უკუსვლა “– ამის შესახებ საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების სხდომის შემდეგ განაცხადა.
“ამჟამინდელმა ლიდერებმა უკან დახიეს საქართველო ევროპული გზიდან. უგულებელყვეს ქართევლი ხალხის მისწრაფებები. ჩვენ ყველას გვინდა, რომ საქართველო დაუბრუნდეს ევროპულ გზას”, _ განაცხადა ბორელმა.