ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელმა, ჯოზეფ ბორელმა, NATO-ს სამიტის ფარგლებში, ევროკავშირის თავდაცვის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა,რომ 2008 წელს, როცა რუსეთი საქართველოში შეიჭრა, ევროკავშირის რეაქცია რბილი იყო.
“მარკ ტვენმა ერთხელ თქვა: “ისტორია არ მეორდება, მაგრამ ხშირად იმეორებს რითმებს” და ეს მართალია.
დღეს, ჩვენ ვუყურებთ პუტინს, რომელმაც მოკლა ხალხი ჩეჩნეთში 1999 წელს და ჩაერია სირიაში. ჩვენ რბილად ვრეაგირებდით, როცა ის საქართველოში შეიჭრა 2008 წელს და როცა 2014 წელს ყირიმის ანექსია ვნახეთ.
არ გვინდოდა იმის დანახვა, რაც აშკარა იყო. რომ პუტინს სურს, რომ რუსეთი კვლავ დომინირებდეს მის სამეზობლოში. პუტინი არ თმობს რუსეთის იმპერიალისტურ ამბიციებს.
და ეს არის პრობლემა: რუსეთი კვლავ იმპერიად იქცევა და პუტინს სურს აღადგინოს იმპერია – იქნება ეს მეფის იმპერია თუ საბჭოთა იმპერია.
ბოლოს და ბოლოს, 2022 წლის თებერვალში, როდესაც მათ დაიწყეს კიევის დაბომბვა, ჩვენ გამოგვაფხიზლა ამ უბედურმა რეალობამ და ჩვენ ცუდად მომზადებული აღმოვჩნდით.
75 წლის წინ საბჭოთა კავშირი გაჩნდა, როგორც საფრთხე ევროპაში თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის და ჩვენ ვუპასუხეთ ერთიანობითა და ძალით.
დღეს კი ერთადერთი, რისი გაკეთებაც შეგვიძლია, არის იგივე გზაზე გავლა”,_ განაცხადა ბორელმა.