ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახური უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონის მიღებასთან დაკავშირებით ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჟოზეფ ბორელის განცხადებას ავრცელებს.
“სამშაბათს საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო ახალი კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“. ეს ძალიან ცუდი მოვლენაა საქართველოსთვის და მისი ხალხისთვის.
კანონი მისი ამჟამინდელი ფორმით საფრთხეს უქმნის სამოქალაქო საზოგადოებასა და მედია ორგანიზაციებს, რაც უარყოფით შედეგებს მოიტანს მრავალი ქართველისთვის, რომელიც სარგებლობს მათი საქმიანობით. ეს კანონი შეუთავსებელია ევროკავშირის ღირებულებებთან და სტანდარტებთან. ეს ეწინააღმდეგება საქართველოს გაცხადებულ მიზანს ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ, რასაც მხარს უჭერს საქართველოს მოქალაქეების დიდი უმრავლესობა. მის საბოლოო მიღებას შესაძლოა, სერიოზული შედეგები მოჰყვეს ჩვენს ურთიერთობებზე.
ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს, შეასრულოს თავისი ვალდებულება დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების ხელშეწყობისადმი და იხსენებს ხალხის უფლებას მშვიდობიანი პროტესტის გამოვლენაზე”,_ აღნიშნულია განცხადებაში.