“არსებობს საფრთხე, რომ კონფლიქტი ისრაელსა და ჰეზბოლას შორის სრულფასოვან ომში გადაიზარდოს”, _ ამის შესახებ განცხადება euronews– ის ინფორმაციით, ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის უფროსმა ჟოზეფ ბორელმა გააკეთა.
მან დასძინა, რომ საჭიროა ძლიერი დიპლომატიური შუამავლობა, რომ თავიდან იქნეს აცილებული უარესი შედეგი.
ორშაბათს, 500 ადამიანი დაიღუპა და 4,400 დაშავდა ისრაელის საჰაერო თავდასხმების შედეგად, ბორელის თქმით, დაღუპულთა რაოდენობა ვარაუდობს, რომ არ არის განხილული თავდასხმების სამოქალაქო გავლენა.