საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ჟოზეფ ბორელის განცხადებით, ისრაელის პრემიერ-მინისტრის ბენიამინ ნეთანიაჰუს შეჩერება არავის შეუძლია. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
„ჩვენ ვცდილობთ ცეცხლის შეწყვეტას დიპლომატიური გზით მივაღწიოთ, მაგრამ როგორც ჩანს, არავის შეუძლია ნეთანიაჰუს შეჩერება, არც ღაზაში და არც დასავლეთ სანაპიროზე“, – ამბობს ბორელი.
ბორელის თქმით, რომ ნეთანიაჰუმ ნათლად თქვა, რომ ისრაელები “არ ჩერდებიან, სანამ ჰეზბოლა არ განადგურდება”.