ცნობილი მწერალი ბორის აკუნინი (ნამდვილი სახელი და გვარი _ გრიგოლ ჩხარტიშვილი) კორონავირუსით დაავადდა _ ამის შესახებ მწერალმა საკუთარ ფეისბუქგვედზე დაწერა.
„როგორც კი გამოვჯანმრთელდები, მაშინვე გაგიზიარებთ შთაბეჭდილებებს“, _ წერს აკუნინი.
მწერლის თქმით, ვირუსის მოლოდინის შიში უფრო საშინელია, ვიდრე თვითონ ვირუსი, მისი თქმით, პანდემიის გამო პანიკაში ჩავარდნა არ ღირს.
ბორის აკუნინი 2014 წლიდან ლონდონში ცხოვრობს.