დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი დღეს მოსახლეობას სპეციალური განცხადებით მიმართავს. ინფორმაციას ამის შესახებ მისი პრესმდივანი ავრცელებს.
არსებული ინფორმაციით, სამთავრობო კრიზისის ფონზე ბორის ჯონსონმა შესაძლოა მთავრობის მეთაურის თანამდებობა დატოვოს. თუმცა, არაა გამორიცხული, რომ მან კონსერვატიული პარტიის თავმჯდომარეობაზე თქვას უარი, ხოლო ახალ პრემიერს პარტიის ყრილობა ოქტომბერში აირჩევს.
ბოლო დღეების სამთავრობო კრიზისის ფონზე დიდი ბრიტანეთის მთავრობის 50-ზე მეტმა მოხელემ თანამდებობა დატოვა. მთავრობიდან წასული თანამდებობის პირები აცხადებენ, რომ მათ აღარ აქვთ ნდობა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის, ბორის ჯონსონის მიმართ. ბორის ჯონსონი კი აცხადებს, რომ ვადამდელი არჩევნების დანიშვნის მიზეზს ვერ ხედავს.