დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა, ბორის ჯონსონმა უკრაინის პრეზიდენტ, ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ უკრაინის მხარდაჭერის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
ბორის ჯონსონმა, უკრაინის ლიდერთან ერთად გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, რომ რუსეთის მხრიდან მომავალი საფრთხე არა მხოლოდ, უკრაინას, არამედ ევროპასაც ემუქრება, ვინაიდან რუსეთის მიზანი მისი გავლენების გაზრდაა.
“მიზეზი, რის გამოც ჩვენ ვფიქრობთ, რომ დიდი ბრიტანეთისთვის იმ გზის არჩევა, რა გზაზეც ვდგავართ მნიშვნელოვანია, რის გამოც დასავლეთი ცდილობს გაერთიანებას, არის პირველ რიგში, უკრაინა და ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ეს ასევე ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურას ეხება.
ეჭვგარეშეა, რის მიღწევას ცდილობს პრეზიდენტი პუტინი უკრაინისთვის დამიზნებული იარაღით.
რუსეთი თავისი გავლენების გაზრდას ცდილობს და ეს არ იქნება მხოლოდ უკრაინა. ჩვენ უნდა ვიფიქროთ საქართველოზე, მოლდოვაზე და სხვა ქვეყნებზე. უმნიშვნელოვანესია დავდგეთ უკრაინის გვერდით, ისე, როგორც ჩვენ ვდგავართ”, – განაცხადა ბორის ჯონსონმა.
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი კიევში 1-ლ თებერვალს ჩავიდა. ის უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა.
[sexy_author_bio]