დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, ბორის ჯონსონი გადადგა. მისი თქმით, ნათელია კონსერვატიული პარტიის ნება, რომ პარტიას ახალი ლიდერი, ქვეყანას კი ახალი პრემიერ-მინისტრი სჭირდება.
მისი თქმით, დანიშნა კაბინეტი, რომელიც იმუშავებს და ის შეასრულებს მოვალეობას ახალი ლიდერის არჩევამდე.
ჯონსონი ამბობს, რომ ახალი ლიდერის არჩევის პროცესი ახლა უნდა დაიწყოს და განრიგი მომავალ კვირას გახდება ცნობილი.
მან თქვა, რომ დიდხანს ფიქრობდა გადაწყვეტილების მისაღებად.
მან თქვა, რომ უზომოდ ამაყობს თავისი მიღწევებით, მათ შორის, Brexit-ის დასრულებას, დიდი ბრიტანეთის პანდემიის გადალახვას და დასავლეთის ხელმძღვანელობას ვლადიმერ პუტინის უკრაინაში შეჭრის წინააღმდეგ.
მისი თქმით, დიდმა ბრიტანეთმა უნდა “განაგრძოს დონის აწევა”,
ჯონსონმა, ასევე თქვა, რომ ის ცდილობდა, დაერწმუნებინა კოლეგები, რომ “ექსცენტრული” იქნებოდა მთავრობის შეცვლა, როცა ასეთი მანდატი აქვთ, მაგრამ ნანობს, რომ ამ არგუმენტებში წარმატებას ვერ მიაღწია.
მისი თქმით, “ვესტმინსტერში ნახირის ინსტიქტი ძლიერია, როდესაც ნახირი მოძრაობს, ის მოძრაობს”.
მან თქვა, რომ სურდა საზოგადოებისთვის ეცნობებინა, “რა სევდიანი იყო მსოფლიოში საუკეთესო სამუშაოზე უარის თქმით”, მაგრამ “ის იშლება”.
მან მადლობა გადაუხადა მეუღლეს _ კერის, შვილებს, NHS-ს, შეიარაღებულ ძალებს და დაუნინგ სტრიტის თანამშრომლებს.