გაერთიანებული სამეფოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ბორის ჯონსონი კიევშია, _ ამის შესახებ ინფორმაციას ვოლოდიმირ ზელენსკი საკუთარ ტელეგრამ-არხზე ავრცელებს.
“სრულმასშტაბიანი ომის პირველივე საათებიდან ბორის ჯონსონი გულწრფელად უჭერს მხარს უკრაინას და რუსული აგრესიისგან თავდაცვაში ეხმარება. ახლა აგრძელებს უკრაინისთვის საერთაშორისო მხარდაჭერის მოზიდვას. მადლობა შენი ენერგიისთვის, მეგობარო!” – წერს ზელენსკი.
ბოლოს ჯონსონი კიევში 2023 წლის იანვარში, მოულოდნელი ვიზიტით ჩავიდა და ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა.
ბორის ჯონსონი იყო ერთ-ერთი პირველი უცხოელი ლიდერი, რომელიც უკრაინას ომის დაწყების შემდეგ ეწვია.