,,პუტინი უნდა დამარცხდეს და ეჭვი არ მეპარება, რომ ის დამარცხდება“ – ამის სესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა განაცხადა.
მისი თქმით, უკრაინაში ვლადიმერ პუტინის ქმედებები ომის დანაშაულად კვალიფიცირდება.
„ის, რაც ჩვენ უკვე ვნახეთ არის ის, თუ როგორ გამოყენა ვლადიმერ პუტინის რეჟიმმა საბრძოლო მასალები უდანაშაულო მოქალაქეების წინააღმდეგ. ჩემი აზრით, ეს უკვე სრულად კვალიფიცირდება როგორც ომის დანაშაული“ – განაცხადა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა.
ბორის ჯონსონმა ასევე განაცხადა, რომ პუტინმა სერიოზულად ვერ გათვალა გათვალა უკრაინის პასუხი.
„სუვერენულ სახელმწიფოზე ამაზრზენი თავდასხმისას მან სათანადოდ ვერ შეაფასა უკრაინელი ხალხის არაჩვეულებრივი სიმტკიცე და თავისუფალი სამყაროს ერთიანობა და მტკიცე განწყობა მის ბარბაროსობას წინ აღუდგეს. პუტინი უნდა დამარცხდეს და ეჭვი არ მეპარება, რომ ის დამარცხდება და ჩვენ წარმატებას მივაღწევთ უკრაინის დაცვაში“ – აღნიშნა ბრიტანეთის პრემიერმა.