მადლობა მეგობრობისთვის ვოლოდიმირ, შენ გმირი ხარ, ყველას უყვარხარ, – ასე მიმართა ბორის ჯონსონმა ვოლოდიმირ ზელენსკის მას შემდეგ, რაც უკრაინის პრეზიდენტმა ბრიტანულ გამოცემა Mail on Sunday- ში სტატია გამოაქვეყნა, სადაც დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი შეაქო.
ჯონსონმა მადლობა გადაუხადა ზელენსკის მისი „კეთილი სიტყვებისთვის“ და დასძინა, რომ „დიდი ბრიტანეთის მხარდაჭერა უკრაინისა და მისი ხალხისადმი ურყევია. “ჩვენ გავაგრძელებთ თქვენს მხარდაჭერას პუტინის ომის წინააღმდეგ“, – განაცხადა ჯონსონმა.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჯონსონს “ნამდვილი მეგობარი” უწოდა და მისადმი მადლიერება გამოხატა.
ამასთან, ზელენსკიმ ბრიტანეთის მომავალ პრემიერთან „მჭიდრო ურთიერთობებზე“ იმედი გამოთქვა.