ტესტ-მატჩში საქართველოს ნაკრებმა საკუთარ მოედანზე აშშ 22:7 დაამარცხა.
„ბორჯღალოსნები“, რომელსაც ტრავმამორჩენილი ნინიაშვილი დაუბრუნდა, სრულად დომინირებდა და იუბილარმა ტაბუძაძემ (დღეს 26 წლის გახდა) თავისი 29-ე სანაკრებო ლელოთი დააწინაურა, მატკავამ კი გარდასახვა ვერ გამოიყენა. მეორე ლელო ამერიკელებს მამუკაშვილმა აგორებული მოლის შედეგად დაუდო, ხოლო მატკავამ გარდასახვა ზუსტად შეასრულა. თუმცა, მეტოქემ მალე ლელო-გარდასახვით ანგარიში შეამცირა. ბოლოს მაისაშვილის შეგირდებმა მოწინააღმდეგის მრავალფაზიანი შეტევა მოიგერიეს და პირველი ტაიმი 12:7 მოიგეს.
მეორე ტაიმი ნინიაშვილის ლელოთი და მატკავას გარდასახვით დაიწყო. მერე მატკვავამ საჯარიმოთი ანგარიში გაზარდა. ბოლოს მსაჯმა ამერიკელი მორაგბე
მსოფლიო თასამდე „ბორჯღალოსნები“ კიდევ ერთ შეხვედრას გამართავს – 26 აგვისტოს ედინბურგში შოტლანდიას დაუპირისპირდება.