მადრიდში რაგბის ევროპის ჩემპიონატის მეორე შეხვედრა „ბორჯღალოსნებმა“ ესპანეთის ნაკრების წინააღმდეგ გამართეს და ანგარიშით 23:10 დაამარცხეს.
საქართველოს ნაკრებიდან ორი ლელო დადო შალვმა მამუკაშვილმა, ერთი კი აკა ტაბუცაძემ.
ცნობისთვის, ეს ტაბუცაძისთვის „ბორჯღალოსნების“ შემადგენლობაში თამაშის სადებიუტო მატჩი იყო.
თედო აბჟანდაძემ კი ჯარიმებითა და გარდასახვებით გუნდს რვა ქულა მოუტანა.